понедельник, 13 июня 2011 г.

ფსიქოემოციური ტიპები



არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები,რომლებიც ინდივიდუალურად,რომელიღაც ემოციურ ტიპაჟს ქმნიან.თითოეულ მათგანს განვითარების სხვადასხვაგვარი სტადიები აქვს განვლილი.ამის შესახებ კი უფრო ვრცლად ინფორმაციას თითოეული მათგანის სათითაოდ განხილვის შემდეგ მოგაწოდებთ! მოდით,შეძლებისდაგვარად გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ მათზე!
ადამაინს ემოცია სახეზე აესახება და მისი მიმიკაც დროის სხვადასხვა მონაკვეთშიც ემოციის და მიხედვით იცვლება... არსებობს ადამიანთა კატეგორია,რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს მუდმივად განსაზღვრული ერთი ემოციის ქვეშ ატარებენ და ეს იმიტომ კი არ ხდება რომ მათ ასე სურთ ,უბრალოდ ისინი მათთვის მინიჭებულ კონკრეტულ ფსიქოემოციურ ტიპს წარმოადგენენ... 

 




ხუთი ემოცია, რომელიც ჯანმრთელობას ვნებს


  ავსტრალიელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს. ისინი ხუთი წელი აკვირდებოდნენ ადამიანებს და იკვლევდნენ, თუ რომელი ემოცია მოქმედებს ყველაზე უარყოფითად ჯანმრთელობაზე. მათ ხუთი ისეთი ემოცია გამოყვეს, რომლებიც განსაკუთრებით ქალებისთვისაა დამახასიათებელი.

ერთ-ერთი და ყველაზე მავნე შური აღმოჩნდა. თქვენ წარმოიდგინეთ და, მას ინფარქტის გამოწვევა შეუძლია. დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ შურიან ადამიანებს ყველაზე ხშირად სწორედ ინფარქტი ემართებათ. ასე რომ, გაიხარეთ და დატკბით სხვების მიღწევებით...

ეჭვიანობასაც არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია. ის არღვევს ჰორმონულ ბალანსს ორგანიზმში, რაც მრავალგვარი დაავადების გამოწვევას იწვევს. თუ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამძაფრებულია და მას ნერვული ფონიც ემატება, ასეთ დროს სერიოზული საფრთხის წინაშე დგება შვილოსნობის უნარი, მამაკაცებში კი იმპოტენციას იწვევს.

თვითკრიტიკულობა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ის აქვეითებს იმუნიტეტს და ზრდის ინფექციური დაავადებების რისკს. ასევე ზრდის მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისკენ.

არც ის ვარგა გამუდმებით საკუთარი თავი რომ გეცოდებოდეთ, ასეთი გრძნობა ზიანს აყენებს ღვიძლსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. სწორედ ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ.

ხელმომჭირნეობაც არ ჩამორჩა ამ ხუთეულს. მართალია, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ მაინც შევიდა სიაში. წუწურაქობა თურმე ყველაზე ხშირად იწვევს ბულიმიასა და ანორექსიას.

თუ გსურთ, რომ ასეთი დაავადებები თავიდან აიცილოთ, ყოველ შემთხვევაში, რისკ-ფაქტორი მაინც შეამციროთ, მაშინ საკუთარ თავზე იმუშავეთ და ამ გრძნობებს ერიდეთ, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე ერთდროულად გიტევთ.
  

ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია,რაც ადამიანმა ცხოვრებაში განიცადოს გარდა ტკივილისა და სიყვარულისა ყველანაირი ასპექტით!!!

ტვინი


~
 
ტვინი — ნერვული სისტემის ცენტრალური ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების რეგულაციისა და უმაღლესი ნერვული მოქმედების განხორციელების ყველაზე სრულყოფილ ფორმებს. ტვინის ძირითადი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ფილოგენეზში ნერვული უჯრედების დიფუზური ბადე იცვლება განკერძოებული ნერვული კვანძებიტ, რომელთა განსაზღვრული სახით განლაგება ქმნის მუცლის ძეწკვს — მუცლის ტვინს. ზოგიერთ მწერსა და მოლუსკს უაღრესად აქვს განვითარებული თავის განგლიონი, ე. წ. თავის ტვინი. ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ტვინი შედგება ზურგის ტვინისა და თავის ტვინისაგან, დაფარულია გარსებით და დაცულია ხერხემლისა და ქალას ძვლოვანი ქსოვილებით. თავის ტვინი შეიცავს ტვინის ღეროს (მოგრძო ტვინი, ხიდი, შუა ტვინი), ნათხემსა და დიდ ტვინს, რომელიც გამოყოფილია 2 ჰემისფეროდ და დაკავშირებულია ტვინის ღეროსთან შუამდებარე ტვინით. მოზრდილი ადამიანის თავის ტვინის მასაა საშუალოდ 1400 გრამი; ზურგის ტვინის მასა შეადგენს ტვინის მასის 2%–ს, ნათხემისა – 10%–ს, ღეროს სტრუქტურებისა – 6%–ს. ტვინის მასის 5/6 მოდის დიდი ტვინის ჰემისფეროებზე. ტვინი შედგება რუხი (შეიცავს ნეირონების სხეულებსა და დენდრიტებს) და თეთრი (შეიცავს აქსონებს, რომელთა მიელინური გარსი განაპირობებს თეთრ ფერს) ნივთიერებისაგან. ტვინის ევოლუცია დაკავშირებულია მთელ რიგ მორფოლოგიურ გარდაქმნებს, როგორიცაა თავის ტვინისა და დიდი ტვინის ჰემისფეროების შეფარდებითი მასის, დიდი ტვინის შუბლისა და საფეთქლის წილების შეფარდებითი ზომის, ღარების სიღრმისა და ხვეულების რაოდენობის ზრდა და ტვინის ქერქის აგებულების გართულება. ანთროპოგენეზის პროცესში ტვინის თვისებრივმა გარდაქმნამ და დიფერენციაციამ ოპტიმალური კომპლექსი შექმნა ნეოანთროპში, რომელშიც შეთავსებულია ტვინისა და დიდი ტვინის დიდი შეფარდებითი მასა და ახალი ქერქის ძლიერი განვითარება, სპეციფიკური ციტოარქიტექტონული ველების წარმოქმნა, რაც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ინტეგრაციის მაღალი დონე უზრუნველყოფილია ნეირონების დიდი რაოდენობით, მაღალი სპეციალიზაციით, ურთიერთგანლაგებისა და კონტაქტების სირთულით.    

სტრესი



სტრესი და დეპრესია
 
არ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც სიტყვების "სტრესისა" და "დეპრესიის" მნიშვნელობა არ იცოდეს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი განცდისა და ძლიერი ემოციის გადატანა გვიწევს, რომელთაც ხანგრძლივი არსებობისას პიროვნების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ. დღეს ევროპაში დაავადების 70% ემოციებს უკავშირდება. სტრესის ნიადაგზე აღმოცენებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ყოველწლიურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება.


რა არის სტრესი?!

ტერმინი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განსაზღვრა. მისი განსაზღვრების თანახმად, სტრესი - ეს არის ყველაფერი, რასაც ორგანიზმი სწრაფ დაბერებამდე მიჰყავს და დაავადებებს იწვევს. თანამედროვე განმარტებით კი სტრესი იმ დამცავი ფიზიოლოგიური რეაქციების ერთობლიობაა, რომლებიც ორგანიზმში გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედების საპასუხოდ, მათგან დასაცავად წარმოიშობა. სტრესის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება, ცხადდება სარეზერვო ძალების მობილიზაცია, გარკვეული ხნის განმავლობაში მკვეთრად იზრდება ადამიანის შესაძლებლობები. თავდაპირველად ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ეს ზემოქმედება ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს მოიცავს. ხანმოკლე სტრესი ადამიანისთვის უვნებელია, მეტიც - მოვალეობების უკეთ შესრულებასაც კი უწყობს ხელს, მაშინ როცა ხანგრძლივსა და მნიშვნელოვან სტრესს, რომელიც კვირაობით, თვეობით, წლობით გრძელდება, შეუძლია, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმის ზოგადადაპტაციურ ძალებს გამოფიტვის გამო აღარ შეუძლიათ ფიზიოლოგიური ფუნქციების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება.


 

სტრესის ფორმები

თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ სტრესს ყოველთვის დამანგრეველი, ნეგატიური გავლენა ჰქონდა ორგანიზმზე, მაგრამ მოგვიანებით ჰანს სელიემ დაადგინა, რომ სტრესულ რეაქციას შეიძლებოდა ჰქონოდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი. დადებით სტრესს მან ეუსტრესი უწოდა, ხოლო უარყოფითს - დისტრესი. ეუსტრესი არის სტრესი, რომელიც დადებითი ემოციებით არის გამოწვეული. ის არცთუ ისე ძლიერია და ორგანიზმის მობილიზებას იწვევს. დისტრესი ანუ უარყოფითი, ნეგატიური სტრესი ის სტრესია, რომელთან გამკლავებაც ორგანიზმის ძალებს აღემატება. ის ანგრევს ადამიანის მორალურ ჯანმრთელობას და მძიმე სომატური და ფსიქიკური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. არსებობს სტრესის ხანმოკლე და ხანგრძლივი, სხვაგვარად - მწვავე და ქრონიკული, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური (ინფორმაციული და ემოციური) ფორმები. მწვავე სტრესისთვის დამახასიათებელია მოქმედების სისწრაფე და მოულოდნელობის ეფექტი. მისი რადიკალური გამოვლინებაა შოკი, რომლის შედეგადაც ადამიანი კარგავს წონასწორობას და გამოდის მდგომარეობიდან. მწვავე სტრესი თითქმის ყოველთვის გადადის ქრონიკულში, ხანგრძლივში. შოკური მდგომარეობის გადალახვის შემდეგ ადამიანი თითქოსდა გამოდის მძიმე მდგომარეობიდან, მაგრამ გადატანილთან დაკავშირებული მოგონებები განცდილთან ხელახლა აბრუნებს. ხანგრძლივი სტრესი ყოველთვის არ წარმოადგენს მწვავეს შედეგს. იგი თავისთავადაც აღმოცენდება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორთა გავლენით, რომლებიც ორგანიზმზე მუდმივად მოქმედებს. ასეთი ფაქტორებია სამსახურის ხანგრძლივი ძებნა, მუდმივი წარუმატებლობა, ახლობლებთან მუდმივი უთანხმოება და სხვა. ფიზიოლოგიური სტრესი ვითარდება ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების პირდაპირი ზემოქმედებით. ასეთი ფაქტორებია ტკივილი, შიმშილი, სიცივე, ძლიერი არომატები, არასაკმარისი განათება სამუშაო ადგილას ან საცხოვრებელში, ზედმეტი ხმაური. ფსიქოლოგიურს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება, ინფორმაციული გადატვირთვა, შეურაცხყოფა, დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება, დიდი პასუხისმგებლობა. ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანის სოციალურ სტატუსს რამე ემუქრება, კერძოდ, საფრთხის, წყენისა და გულისტკენის, ომის, მძიმე დაავადების დროს. იგი ემოციებთან, ემოციურ რეაქციებთან არის დაკავშირებული. ინფორმაციული სტრესი ინფორმაციული გადატვირთვის (დიდი ინფორმაციული ნაკადის დამუშავებისას საკუთარი თავისადმი ჭარბი მომთხოვნელობის) ან ინფორმაციული ვაკუუმის შედეგია. შიდაპიროვნული სტრესი - მშვიდობიანი ცხოვრება საკუთარ თავთან - ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს, არადა, ზოგჯერ ეს მიუღწეველია. შინაგანი განცდები, უსიამოვნება, უკმაყოფილება იწვევს გაღიზიანებასა და დაუკმაყოფილებლობას, რის შედეგადაც ვითარდება შიდაპიროვნული სტრესი. იგი ჩვეულებრივ ადამიანის არარეალიზებული მოთხოვნების, აუსრულებელი ნატვრების, სურვილებისა და გაცრუებული იმედების ბრალია. სამსახურებრივ სტრესს კარიერის აწყობის დაუოკებელი სურვილი და მისი აუსრულებლობა, სამსახურში მეტისმეტი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა და ხშირი უარყოფითი ემოცია იწვევს. ხშირად ის ადამიანის შრომის არასათანადო დაფასებას და ცუდ სამუშაო პირობებსაც უკავშირდება.

სოციალური ფილოსოფია


ეგზისტენციალიზმი.
ეგზისტენციალიზმი - ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ჩაისახა პირველი მსოფლიიო ომის ბოლოს, გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მან ფილოსოფიის ცენტრში დააყენა ადამიანის არსებისა და არსებობის სიღრმისეული პრობლემები. მოაზროვნე, რომლის პირადმა რელიგიურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა მოახდინა ეგზისტენციალისტებზე სორინ კირკეგორია. ასევე გავლენა მოახდინეს ნიცშემ და ჰუსერლიმ.


ჟან-პოლ სარტრი.


კარლ იასპერსი.
ფილოსოფია.

განასხვავებენ რელიგიურ და ათეისტურ ეგზისტენციალიზმს. თუმცა შეიძლება გამოიყოს ზოგიერთი არსებითი ნიშანი, რომელიც საერთოა ეგზისტენციალიზმის წარმომადგენლებისთვის:
ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრში დგას ადამიანი, როგორც განსაკუთრებული არსება - ეგზისტენცი.

აქ იგულისხმება ადამიანის ყოფნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური სახე. ადამიანს კი არა აქვს ეგზისტენცი, არამედ თვითონაა ეგზისტენცია.
ადამიანური ეგზისტენცი ყოველთვის ინდივიდუალურია.

იგი არა საერთოდ ადამიანს ანდა ადამიანთა სიმრავლეს, არამედ ინდივიდუალურ, ერთეულ ადამიანს ეხება. ეგზისტენცი ინდივიდის ყოფნის სახეა, იგი მკაცრად პიროვნული და სუბიექტურია, არ ემორჩილება ობიექტურ ზოგადოებას.

ეგზისტენციალიზმი არ აღიარებს მხოლოდ ადამიანის იზოლირებული მე-ს არსებობას. ეგზისტენციალიზმში ადამიანი არ განიხილება თავისთავში ჩაკეტილ,იზოლირებულ,ინდივიდუალურ არსებად.

პირიქით, ადამიანი მასში გაგებულია როგორც გახსნილი, ღია რეალობა, რომელიც თვისი არსებით დაკავშირებულია გარესამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ეგზისტენცი დასაწყისიდანვე სამყაროში ყოფნაა, სხვა ინდივიდებთან მყოფი.
ამგვარად, ეგზისტენციალიზმი ერთეულ ადამიანს ყოველთვის კონკრეტულ სიტუაციაში განიხილავს, მაგრამ არასოდეს იზოლირებულად, არამედ ყოველთვის საზოგადოებასთან კავშირში.

ეგზისტენცი ყოფნის უცვლელი ფორმა კი არ არის, არამედ დინამიურია. იგი არასოდეს არაა მოცემული როგორც უცვლელი ყოფნის სახე, არამედ ყოველთვის თავისუფლად ქმნის თავის თავს. ამიტომაც, ეგზისტენციალისტების აზრით ადამიანს წინასწარ არა აქვს მოცემული თავისი არსება, ძირითადი განსაზღვრულობა.

ადამიანი ამგვარი წინასწარ დადგენილი არსების გარეშე არსებობს და მუდმივ ქმნადობაში, თვითპროექტირებაშია. იგი თავისუფლად ქმნის თავის თავს და არის სწორედ ეს თავისუფლება.
ეგზისტენციალისტების აზრით რეალობა გაიგება და განიცდება მხოლოდ პირად ეგზისტენციალურ გამოცდილებაში.

ამ ცხოვრებისეული გამოცდილების წყაროდ კი მათ მიაჩნიათ ძრწოლა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როცა გააცნობიერებს ამქვეყნიური არამყარი უსაფუძვლო ყოფნის სასრულობას, რაც გარდაუვალი სიკვდილით მთავრდება.

თანამედროვე ეგზისტენციალისტები კვლევის დროს მეტ-ნაკლებად ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ: მათთანაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყოფიერების უშუალო წვდომას, მაგრამ ფენომენოლოგებისგან განსხვავებით მათთვის კონკრეტული ეგზისტენცი, ადამიანის არსებობაა კვლევის მთავარი საგანი და არა ზოგადი, მარადიული ,იდეალური არსებები.

იმპერიალიზმი.

იმპერიალიზმი - სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მდგომარეობს სხვა სახელმწიფოების და ხალხების დაპყრობის მცდელობაში; მათი საკუთარი გავლენის ქვეშ მოთავსების მცდელობაში, საკუთარი ინტერესების შესაბამისად.

იმპერიალისტური პოლიტიკა შეიძლება ხორციელდებოდეს პირდაპირ - ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ან ირიბად - ეკონომიკური და პოლიტიკური ხერხების გამოყენებით.

იმპერია.
იმპერია (ლათ. imperium, სახელისუფლებო ძალაუფლება) შეიძლება განიმარტოს როგორც სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება ვრცელდება მმართველი ძალისგან კულტურულად ან ეთნიკურად განსხვებულ, როგორც წესი დაპყრობილ, ტერიტორიებზე და მოსახლეობებზე. სხვა, უფრო ფორმალური განმარტებით იმპერია არის მონარქია, რომლის მონარქი ატარებს იმპერატორის ტიტულს.


კაპიტალიზმი

მიახლოებითი მნიშვნელობით, კაპიტალიზმი არის ეკონომიკური სისტემა, რომლის დროს წარმოების საშუალებები კერძო საკუთრებაშია და ფართოდ გამოიყენება დაქირავბული შრომა.

ხშირად, კაპიტალიზმის ქვეშ ასევე გულისხმობენ დასავლურ სამყაროში ფეოდალიზმის შემდეგ, 16-19 საუკუნეებიდან დამკვიდრებულ დომინანტურ ეკონომიკურ სისტემას.



კომუნიზმი

ნამგალი და ურო, კომუნიზმის სიმბოლო

კომუნიზმი – საზოგადოებრივი წყობა რომელიც ემყარება წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში არსებობას. პოლიტიკური იდეოლოგია ან ფილოსოფიური მიმდინარეობა რომელიც მხარს უჭერს ასეთ საზოგადოებრივ წყობას.
მის იდეოლოგიურ ფუძემდებლად ითვლება გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი. კომუნიზმი ასევე იხმარება კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური მოძრაობების მისამართით.

მე–20 საუკუნეში თვითგამოცხადებული კომუნისტური პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში იყვნენ მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში, მათ შორის 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საბჭოთა კავშირი, რომელიც ცივი ომის დროს იყო სოციალისტური ბანაკის მეთაური და ამერიკასთან ერთად ითვლებოდა ერთერთ ზესახელმწიფოდ.
1980-იანი წლებისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი კომუნისტურ სახელმწიფოებში ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კომუნიზმის პოზიციები მსოფლიოში მკვეთრად შესუსტდა.

დღემდე გამოხატული კომუნისტური მმართველობა არსებობს ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ვიეტნამში, ლაოსში და კუბაზე.

მარქსის მიხედვით კაპიტალისტური სისტემიდან კომუნიზმისკენ გადასვლა ხორციელდება თანმიმდევრულად, გარდამავალი პერიოდის გავლით. ეს გზა არჩეული ჰქონდათ არსებული კომუნისტური რეჟიმების უმრავლესობას, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში შესვლა არ განხორციელებულა არც ერთ მათგანში.

კომუნისტებმა გარკვეულ სიძლიერეს მიაღწიეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ევროკომუნიზმი არის ტერმინი რომელიც 1970–იანი წლებიდან გამოიყენებოდა ევროპელი კომუნისტების მისამართით, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ემიჯნებოდნენ საბჭოთა კავშირს. კომუნისტური მოძრაობა ასევე საკმაოდ ძლიერია სამხრეთ ამერიკაში.


სოციალიზმი

სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.

სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმების ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანთა უფლებები და თავისუფლება.


ლიბერალიზმი

ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) — იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს, თუმცა ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან პოლიტიკურ ნააზრევს მოიცავს.

ვრცელი გაგებით თანამედროვე ლიბერალიზმის ქვაკუთხედი ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეულ ადამიანთა აზროვნების თავისუფლება, ძალაუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით მთავრობის და რელიგიის, კანონის უზენაესობა, უფასო საზოგადოებრივი განათლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა, საბაზრო ეკონომიკა, რომელიც უზრუნველყოფს თაფისუფალ კერძო მეწარმეობას, და მთავრობის გამჭვირვალე სისტემას, რომელშიც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია. თანამედროვე საზოგადოებაში ლიბერალები მხარს უჭერენ ლიბერალურ დემოკრატიას ღია და თანასწორი არჩევნებით, სადაც ყველა მოქალაქეს ერთნაირი უფლებები აქვს კანონით და თანასწორი შესაძლებლობები წარმატებისთვის.

მრავალი ლიბერალი მხარს უჭერს მთავრობის თავისუფალ ბაზარში უფრო აქტიურ ჩარევას, ხშირად ანტი-დისკრიმინაციული კანონების, პროგრესირებადი დაბეგვრის, საყოველთაო განათლების და მისთ. სახით.

ამ მრწამსით ასევე მოიაზრება, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საერთო კეთილდღეობის გარკვეული დონე, მათ შორის უმუშევართა კომპენსაცია, მიუსაფართა დასახლება, სამედიცინო მომსახურება ავადმყოფთათვის. ამგვარ საზოგადოებრივად დაფინანსებულ ინიციატივებსა და ჩარევებს ბაზარში ეწინააღმდეგებიან კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები, რომლებიც პრიორიტეტს თავისუფალ კერძო მეწარმეობას, ინდივიდუალურ ქონებრივ უფლებებსა და კონტრაქტის თაფისუფლებას ანიჭებენ; კლასიკური ლიბერალების მრწამსით ეკონომიკური უთანასწორობა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება თავისუფალ ბაზარზე, არ არის საკმარისი არგუმენტი კერძო ქონებრივი უფლებების ხელყოფის გასამართლებლად.

მიუხედავად ამისა, კლასიკური ლიბერალიზმის თანამედროვე მიმდევრები მხარს უჭერენ კორპორაციების უფრო მაღალ დაბეგვრას, პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე ტენდენციის ნაცვლად, რაც გადასახადის მთელს ტვირთს ინდივიდუალურ მუშა-მოსამსახურეს აკისრებს.

ლიბერასტი

ლიბერასტი (რუს. Либераст, სიტყვების ლიბერალი და პედერასტის პორტმანტუ) არის ნეოლოგიზმი რუსული ენაში. იდეოლოგიური კლიშე, რომელიც გამოიყენება რუსეთში ნეოლიბერალური რეფორმებისადმი ან იმ მეთოდებისადმი რომლითაც ეს რეფორმები განხორციელდა მტრულად განწყობილი ავტორების მიერ.

ნეოლოგიზმი შემოიტანა პუბლიცისტმა ილია სმირნოვმა (წარსულში საბჭოთა მიწისქვეშა როკ სუბკულტურის აქტივისტი და ჟურნალების „ყური" და „ურ ლაითის" რედაქტორი), ნეოლიბერალიზმის კრიტიკის და ჰომოსექსულისტების სიძულვილის შეჯვარებით. ტერმინი გაჩნდა მის 1990-იანი წლების პირველი ნახევარის პუბლიკაციებში, რომლებიც შემდეგ თვითონ ავტორმა გააერთიანა წიგნში „ლიბერასტია" (რუს. Либерастия).

ტერმინი აქტიურად გამოიყენება განხილვებში, მათ შორის ინტერნეტშიც. ძირითადად იხმარება ლიბერალების მისამრთით. ასევე იმ პოლიტიკოსების მისამართით რომლებიც რუსეთში 1990-იანი წლების მოვლენებთან ასოცირდებიან (იგორ გაიდარი, ანატოლი ჩუბაისი, ბორის ელცინი და სხვები).

ტოლერასტი არის დაკავშირებული სიტყვა, რომელიც რუსეთში 21-ე საუკუნის დასაწყსიში გაჩნდა სიტყვა „ტოლერანტობის" გავრცელებისთანავე.




ფემინიზმი

ვენერას ასტროლოგიური სიმბოლო

ფემინიზმი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ქალთა უფლებების აღიარება და გაფართოება.

ფემინიზმი მოიცავს სოციოლოგიურ თეორიებს, პოლიტიკურ და ფილოსოფიურ მოძრაობებს, რომლებიც ეხება ქალთა სიტუაციას სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში.

ფემინიზმი, როგორც სოციალური მოძრაობა, მიზნად ისახავს ქალთა უფლებებისა და ინტერესების მხარდაჭერას, იბრძვის გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

არსებობს ფემინიზმის სამი მიმდინარეობა:
ლიბერალური
პოლიტიკური
რადიკალური


ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძვ.ჩინეთში: გამოჩნდა.თუმცა მისი თეორიიის ჩამოყალიბება დაიწყო 1792 წელს, როდესაც გამოვიდა მერი უოლსთოუნქრაფტის წიგნი "განცხადება ქალთა უფლებების შესახებ". უფრო ფართო აუდიტორია ფემინისტურმა იდეამ მოიპოვა 1840-1850 წლებში, როცა დასავლეთის რიგ ქვეყნებში გაიშალა სუფრაჟისტების მოძრაობა, რომლებიც მოითხოვდნენ ქალებისათვის სარჩევნო უფლების მინიჭებას. ეს იყო ფემინიზმის ე.წ. "პირველი ტალღა ".

მას შემდეგ რაც დასავლეთ ევროპის უმრავლეს ქვეყნებში XX ს-ის ქალებს მიეცათ საარჩევნო უფლება ქალთა მოძრაობა რამდენადმე შენელდა. 1960-იან წლებში გაიშალა ფემინიზის "მეორე ტალღა". მასში გამოიხატა ქალთა პოლიტიკური ემანსიპაციის რადიკალური მოთხოვნები.


კონსტიტუციონალური პორტრეტები

  ჰომეოპათიაში არსებობს ე.წ. კონსტიტუციური ტიპები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებების მიმართ და ადამიანის ემოციები და მის ორგანიზმში განვითარებული დაავადებები კავშირშია ერთმანეთთან. წარმოგიდგენთ კონსტიტუციურ ტიპებს, რომლებშიც შესაძლოა თქვენი თავი ან თქვენი ახლობელი ამოიცნოთ.

--- BELLADONNA

აღგზნებული, თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ასხივებენ მშვენიერებასა და მხიარულებას, მბრწყინავი თვალებით, გაფართოებული გუგებით, ღია ფერის კანით და შეფაკლული ლოყებით – ესაა Bella Donna, მეჯლისის დედოფალი, რომელიც ღირსებითა და კმაყოფილებით ღებულობს გარშემომყოფთა თაყვანისცემას.
Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, მათზე ადვილია შთაბეჭდილების მოხდენა, ისინი ძლიერად და ღრმად გრძნობენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დიდხანს შენარჩუნება. მგრძნობიარენი და ამთვისებლები, ისინი სწრაფად აღწევენ სხვებისათვის უცხო ემოციურ სიმაღლეებს; მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ხშირად მიეკუთვნებიან Bella Donna-ს ტიპს.
წამყვანი კლინიკური ნიშანი არის პერიფერიული სიწითლე და სასტიკი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იწყება და სწრაფადვე ქრება. მათი სიზმრები ფერადი და ცოცხალია, წითელი ფერის დომინირებით.
ბავშვობაში Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ინტელექტუალურად ასაკზე მეტად არიან განვითარებულები, მათ აქვთ ნაზი, თხელი სხეული და დიდი თავი, ზოგჯერ შესივებული ტუჩები და გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ფერმკრთალი, ცისფერთვალება, ქერა ბავშვები.
მოზრდილებში არსებობს Bella Donna-ს განსაკუთრებული ტიპი – პლეთორიული, მსხვილი ფლეგმატური მამაკაცები, ,,სავარძლის ფილოსოფოსები", რომლებსაც ხშირად ბრწყინვალე გონება აქვთ.

  

--- NUX VOMICA

Nux Vomica-ს ტიპი საზრუნავით და სამუშაოთი გადატვირთული საქმიანი ადამიანები დიდი ქალაქების მაცხოვრებლები არიან. ისინი ივიწყებენ დღისა და ღამის დროს და ცხოვრებას ატარებენ დაწესებულების საწერ მაგიდასთან. ყოველთვის გადატვირთულები და დაკავებულები, ისინი მეტისმეტად ბევრს და მეტისმეტად სწრაფად ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან. ამიტომ ყოველი ჭამის შემდეგ თავს ცუდად და მძიმედ გრძნობენ; აწუხებთ მუცლის შებერვა, გულძმარვა და შეკრულობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები დაძაბულები არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, მიდრეკილნი დაცინვისა და ცბიერებისაკენ. აქვთ გამხდარი სხეული და მონაცრისფრო - მოყვითალო სახე. იპოქონდრია და უძილობა არის მათი მთავარი ჩივილი. ხშირად ისინი იღვიძებენ დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, რამოდენიმე საათის განმავლობაში ფხიზლობენ და შემდეგ ისევ იძინებენ. დილით იღვიძებენ დაღლილობის და დამტვრეულობის გრძნობით და პირში ცუდი გემოთი.



--- ARSENICUM

ახალგაზრდობაში Arsenicum - ტიპის ადამიანები არიან მაღალი, ჯანღონით სავსე ათლეტები. მბრწყინავი თმებით და კოხტა აღნაგობით. ერთი მუდმივი ალერგიული რეაქციით, რომელიც გამოიხატება ასთმით ან კანზე გამონაყარით, რასაც თან ახლავს წვის ინტენსიური შეგრძნება, ქავილი, რომელიც შვებას არ იძლევა.
წლების მომატებასთან ერთად წამყვანი ჩივილი ხდება ფაღარათით და ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში მწველი ტკივილით მიმდინარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
ცხოვრების ბოლოსაკენ ეს ადამიანები უკიდურესად დაქანცულები არიან და გამიოყურებიან სერიოზულად ავად და საბოლოოდ გამოფიტულად, სახეზე ტანჯვისა და წამების გამომეტყველებით.
ავადმყოფობის დროს Arsenicum - ტიპის ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სიცივისა და მოძრაობისაგან თავის მორიდება და ჩივილების გაუარესება ღამით, რასაც თან ახლავს აფორიაქებისა და უბედურების შეგრძნება. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ცხელი სასმელები და ცხელი აბაზანები, რაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას; ოფლს აქვს ნივრისთვის დამახასიათებელი სუნი.


--- PHOSPHORUS

Phosphorus - არის ტიპი ინტელექტუალისა, რომელსაც აქვს წარმოდგენის ცოცხალი უნარი, მაღალმგრძნობიარე ბუნება და ნატიფი გონება.
ეს ადამიანები მაღლები და გამხდრები არიან გრძელი, ფერმკრთალი სახეებით, ღია ფერის თმებით და ვიწრო გულმკერდით, თითქოს ძალიან სწრაფად გაზრდილანო. ისინი ადვილად წითლდებიან, ლოყებზე აქა-იქ უჩნდებათ წითელი ლაქები. ზოგიერთებს შეიძლება თვალები შეშუპებული ჰქონდეთ.
ღამე შიმშილი, ცივი ამინდის და ცივი სასმელების სიყვარული და ძლიერი სუნის და ხმაურისაუტანლობა არის Phosphorus - ის ტიპის ადამიანთა ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ისინი ადვილად იღებენ შთაბეჭდილებებს, ეშინიათ ჭექა-ქუხილის, დიდი ცხოველების, შავი ძაღლების
  




--- CHAMOMILLA

Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი მოსახერხებელია; ისინი უხეში, უკმეხი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა; უმსუბუქეს განაკაწრსაც კი სასოწარკვეთილებამდე მიყავს ისინი. როგორც წესი ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო; მაგრამ ხშირად Chamomilla-ს ტიპი შეიძლება შეგვხვდეს პატარა ბავშვებში.


--- PULSATILLA

Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით.
ისინი გაღიზიანებული და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით;
Ignatia – ს ტიპის ქალებისაგან განსხვავებით მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან



 
--- ACONIT


შავგვრემანი, შავთვალა, ფიცხი და იმპულსური, აფეთქების წერტილამდე მისული – ესაა Aconit –ის ტიპი. ამ ადამიანებისათვის რეაქცია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებზე სწრაფი და ინტენსიურია, ყოველივე ეს გამოიხატება სისხლის წნევის აწევით, ჰიპერემიით, თვალების დასისხლიანებით და თვალით შესამჩნევი არტერიული პულსაციით. ასეთ დროს მათ აქვთ აწეული ლიბიდო და არაჩვეულებრივად კონცენტრირებული ფიქრის და მეხსიერების უნარი.
სიკვდილის შიში, აფორიაქება, გამოუთქმელი ტანჯვა, ცუდი წინათგრძნობა ამ ადამიანების ჩვეულებრივი ჩივილებია, ბევრი მათი დაავადება წარმოადგენს უეცარი შიშის ან ძლიერი ვნებების პირდაპირ შედეგს

ემოციები




ეიფორია (ემოცია)



ეიფორია არის მედიცინაში კარგად ნაცნობი ერთგვარი ემოციური დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებასა და ბედნიერებასთან. ტექნიკურად ეიფორია ეფექტია, მაგრამ სასაუბროდ ეს სიტყვა ხშირად გამოყენებულია, როგორც სტანდარტული ტერმინი იმ ემოციისა, რომელიც უკავშირდება ინტენსიურ, გაურკვეველ ბედნიერებას, რომელიც ერთგვარად შეზავებულია კარგად ყოფნის აურაცხელ გრძნობასთან. სიტყვა ეიფორია ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს „ადვილად შეგუების, ნაყოფიერების ძალაუფლებას“.

ეიფორიას მიიჩნევენ გაზვიადებულ მდგომარეობად, რომელიც გამოწვეულია ფსიქოლოგიური და ფარმაცევტული დამძაბველებით — ე. წ. სტრესორებით. ის არ მიიღწევა ადამიანთა ყოფისა და გამოცდილების ნორმალურ, ჩვეულებრივ ფაზაში. თუმცა ზოგიერთმა ბუნებრივმა ქცევამ, მაგალითად ისეთებმა, რომლებიც ორგაზმის დროს იჩენენ თავს, შეუძლია შეთავსებულად გამოიწვიოს ხანმოკლე ეიფორიული მდგომარეობა.
მთავარი აზრი წამლების დასვენებისათვის მიღებისა არის ის რომ გამოიწვიონ ეიფორია. მაგალითად, ემილ კრაეპელინის (Emil Kraepelin) მიერ შექმნილი „ეპიზოდური მანიის კლასიფიკაცია“ ცნობდა ეიფორიული ეფექტის ხარისხს, დონეს უფრო კლასიფიცირებულ ღერძებს შორის. ნარკოტიკებს, როგორებიცაა მაგალითად, ოპიუმი, კოკაინი და ა. შ. შეუძლიათ ქიმიურად ინტენსიური ეიფორიის გამოწვევა.




ვნება (ემოცია)


ვნება (ლათინურად patior, ნიშნავს ტანჯვას ან ატანას) არის ემოცია, რომელიც გამოხატავს ძლიერ გრძნობას ადამიანის მიმართ. ეს არის ინტენსიური, დაუძლეველი ემოციური გრძნობა, ენთუზიაზმი ან რაღაცის სურვილი. ვნება ხშირად პასუხობს სიცოცხლით სავსე ან მგზნებარე ინტერესს, ან აღტაცებას რაიმე წინადადების, მიზეზის, მოქმედების ან სიყვარულის მიმართ. ვნება შესაძლოა იყოს გამოხატული, როგორც არატიპიური აღელვებითი გრძნობა, ენთუზიაზმი, დაუძლეველი ემოცია სუბიექტის, ობიექტის, იდეის ან ადამიანის მიმართ.



 შიში და ემოცია
 


შიში და ემოცია უხსოვარი დროიდან წარმოადგენს მეცნიერთა ინტერესის საგანს. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან ამ ფენომენს. ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა - მასებით მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც აუცილებელია პაციენტის განკურნება. ფიზიოლოგებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფიზიოლოგიური ძვრები, რომლებიც შიშისა და ემოციის აღმოცენებისას ორგანიზმში მიმდინარეობს.


შიშის ფიზიოლოგია
შიში ადამიანის უძველესი ემოციაა, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს, ამიტომ მასზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურები თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. მათ ერთობლიობას ლიმბურ სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად ეგონათ, რომ ნერვულ სისტემაში ერთი ცენტრი იყო, რომელიც საფრთხის დროს აქტიურდებოდა და ადამიანს თავის გადარჩენისკენ უბიძგებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას ორი სტრუქტურა ემსახურება: ერთი შიშის რეაქციას იწვევს, მეორე - საშიშროებისგან გარიდებისას. რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? უპირველეს ყოვლისა, აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხდება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან. ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის გაძლიერებას ("შიშისგან გული გამეპარა"), გუგების გაფართოებას ("შიშს დიდი თვალები აქვს"), მუხრუჭდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება ("შიშისგან პირი გამიშრა"). პარალელურად აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც საშიშ სიტუაციებში სისხლში გადაისვრის შიშის ჰორმონს - ადრენალინს. სწორედ ადრენალინის დამსახურებაა სისხლძარღვთა სანათურის ძლიერი შევიწროება და სიფითრე, რაც სისხლნაკლებობის ნიშანია ("შიშისგან ფერი დაკარგა"). შიშის ფიზიოლოგიის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, როგორ გავლენას ახდენდა იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაზე. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ შიშის თანამდევი სისხლძარღვების ხანგრძლივი შევიწროება, შესაბამის ორგანოებში სისხლმომარაგების დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.


 
შიშის მრავალსახეობა

ადამიანისთვის ყველაზე ნეგატიური შედეგის მომტანია სოციალური პასუხისმგებლობისა და პრობლემებთან გამკლავების შიში. გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგებზე, რაც მხოლოდ განგაშს კი არ იწვევს, არამედ უშუალოდ აისახება ნივთიერებათა ცვლასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სხეულში მიმდინარე ცვლილებები ადამიანს მოსვენებას უკარგავს, აფორიაქებს, ამუხრუჭებს მის ფიზიკურ აქტივობას და ჰიპოდინამიას იწვევს. ამგვარი განცდების გამო ბევრს მიუტოვებია კარიერა პოტენციური პიკის მიუღწევლად. მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა გამოცდების შიშია, რომელიც ახალგაზრდებს ახასიათებთ. მართალია, მათ ორგანიზმს შედარებით მყარი მარაგი აქვს და ფსიქოსომატური დაავადებები ნაკლებად უვითარდება, მაგრამ ხშირ და მძაფრ ემოციებს ახალგაზრდა ორგანიზმიც შეუძლია გამოიყვანოს მდგომარეობიდან. გამოცდის წინ განგაშის შეგრძნება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას: ხშირდება მაჯისცემა, იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა გულისცემის რიტმი. ამასთანავე, ამგვარ პირობებში ეს პარამეტრები ნორმას ძნელად უბრუნდება. თუ ამგვარი შიშით შეპყრობილი სტუდენტი ერთი სესიის დროს 4-5 გამოცდას აბარებს, შესაძლოა, ამ პერიოდმა მის ჯანმრთელობას, მის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ღრმა კვალი დააჩნიოს. გარდა სოციალური ფობიებისა, არსებობს შიშის უამრავი ფორმა: კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში, აგორაფობია - ღია სივრცის შიში, ნოზოფობია - დაავადების შიში, ლისოფობია - გაგიჟების შიში, მიზოფობია - დაბინძურების შიში, თანატოფობია - სიკვდილის შიში და სხვა. ფობიები ადამიანის ცნობიერებაში მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩნდება და ადამიანი ვერ ახერხებს მათ განდევნას. ფსიქიატრთა აზრით, ფობია ყველაზე ხშირად ასთენიურ და შიზოიდურ პიროვნებებს იპყრობს, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანსაც დაემართოს. სხვადასხვა ქვეყანაში ფობიებით შეპყრობილი ადამიანები მოსახლეობის 2-9%-ს შეადგენენ. მათი უმრავლესობა 25-დან 50 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი პირია. შიშის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების დადგენამ ფარმაკოლოგებს საშუალება მისცა, შეექმნათ ერთი მხრივ შიშის შემამცირებელი, მეორე მხრივ კი მისი გამაძლიერებელი საშუალებები. ასეთი აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ემოციას არეგულირებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიში არ განეცადოს. ზოგს სიკვდილისა ეშინია, ზოგს - ტკივილისა, ზოგს - სოციალური სტატუსის დაკარგვისა, ზოგს - ობობებისა, მწერებისა და ქვეწარმავლებისა. მიუხედავად ამისა, ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფობიის დროს აღმოცენდება, არა მხოლოდ ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილებებით, სუბიექტური შეგრძნებებითაც კი ერთმანეთის ანალოგიურია!





სიხარული/ანანდა


 

კითხვა: ერთხელ თქვენ თქვით, რომ ტრანსცენდენტალური აღტაცება ერთ-ერთი ღვთიური თვისებაა, რომელიც არ არის გამოვლენილი დედამიწაზე. რატომ არის ასე?

შრი ჩინმოი: უმაღლეს პლანზე არსებობს არსებობა-ცნობიერება-ნეტარება; ჩვენ ამას სათ-ჩით-ანანდას (Sat-Chit-Ananda) ვუწოდებთ. სათ - არსებობაა; ჩით - ცნობიერებაა; ანანდა - აღტაცებაა. ცნობიერება ყველაფრის წყაროა, მაგრამ ცნობიერება ვერ დარჩება აღტაცებისა და არსებობის გარეშე. თუ არ არის არსებობა, ვერ იქნება ცნობიერება. თუ არის არსებობა და ცნობიერება, აუცილებელია ნეტარება თვითასრულებისათვის.

უძველესი დროიდან უდიდეს სულიერს მასწავლებლს ჩამოჰქონდათ სათ და ჩით ასპექტები. მაგრამ ანადნდის ჩამოტანა რთულია. ზოგიერთს საერთოდ ვერ ჩამოჰქონდა ის. ზოგს ჩამოჰქონდა ის, მაგრამ ის რჩებოდა რამოდენიმე წამს ან რამოდენიმე წუთს და შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდა. სიმშვიდე ხელმისაწვდომია; ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდის ჩამოტანა. სინათლის და ძალის ჩამოტანა ადვილად შესაძლებელია. მაგრამ აღტაცება, რომელიც უკვდავყოფს ჩვენს შიდა და გარე ცნობიერებას, ჯერ კიდევ არ განმტკიცდა დედამიწაზე. ის მოდის და უკან ბრუნდება, იმიტომ რომ ხედავს ამდენ არასრულყოფილებას დედამიწის ატმოსფეროში, რომ ვერ ჩერდება.

სულიერად წინწაწეული ადამიანებიც კი ხშირად დაბნეულები არიან. ისინი შინაგან ექსტაზს გრძნობენ, რომელიც მოდის ვიტალური სამყაროდან, და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილი აღტაცებაა. მაგრამ ეს ასე არ არის. ნამდვილი აღტაცება გადმოდის უმაღლესი სამყაროდან სულში, სულიდან კი ის გამსჭვალავს მთელს არსებას.

ეს ანანდა, ფიზიკური აღტაცებისაგან განსხვავებით - ანუ რასაც ვუწოდებთ სიამოვნებას ან გართობას, სხვანაირად შთაინთქმება. სუპრამენტალური აღტაცება სრულიად განსხვავდება სამყაროს სიამოვნებისაგან და გართობისაგან. ერთხელ მისი წვეთიც თუ მიიღეთ, იგრძნობთ თუ როგორ მთელი თქვენი შიდა არსება სიხარულით ცეკვავს, როგორც ბავშვივი, უდიდესი სისუფთავით, თქვენი გარე არსება კი უკვდავებას გრძნობს მის გარე არსებობაში. თუ კი თქვენ განიცადეთ ამ აღტაცების მხოლოდ წამი, თქვენ გემახსოვრებათ ის მთელი თქვენი ცხოვრება. ყველგან ჩვენს ირგვლივ კოსმოსური თამაშია, კოსმოსური პიესაა. სამყარო სავსეა სიხარულით, შინაგანი სიხარულით და გარე სიხარულით. როდესაც რეალიზაციას აქვს ადგილი, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენი გულის მუდმივი აღტაცების გამოვლენის აუცილებლობას. აღტაცება ვარვარებს, მაგრამ არ წვავს. მას უდიდესი ინტენსიურობა აქვს, მაგრამ ის თვით სინაზეა და აბსოლუტურად ტკბილი, დინებადი ნექტარია.

ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება



ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.