четверг, 24 марта 2011 г.

ადამიანის ფსიქოპორტრეტი

 


ადამიანის ფსიქოპორტრეტი

1.    თემის მიზანია ფსიქოლოგიისა და მისი დანიშნულების შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ,ასევე თუ როგორ ხდება მისი გამოყენება ყოველდღიურად!
2.    რესურსების სახით გამოყენებულ იქნება ცნობილი ფსიქოლოგებისა და მედიცინის მუშაკების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები.
3.    შედეგად საზოგადოების ჯანსაღ ფენას, დარწმუნებული ვარ ,არსებულზე ბევრად მეტი ეცოდინება!
ფსიქიკა (ფსიქოლოგია) – საგნობრივ სამყაროსადმი ცოცხალი არსებების ურთიერთკავშირის უმაღლესი ფორმა, გამოხატული მათი უნარით მოახდინონ რეალიზება თავიანთი განზრახვებისა და იმოქმედონ მათ შესახებ ინფორმაციის საფუძველზე. ფსიქიკა ადამიანის დონეზე იძენს თვისებრივად ახალ ხასიათს, იმდენად, რომ მისი ბიოლოგიური ბუნება გარდაიქმნება სოციოკულტურული ფაქტორებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ცხოველქმედების შინაგანი გეგმა – ცნობიერება, ხოლო ინდივიდი ხდება პიროვნება. ფსიქიკის შესახებ ცოდნა იცვლებოდა ასწლეულების მანძილზე. ეს ცოდნა გააზრებული სხვადასხვა იდეურ კონტექსტებში, განიხილებოდა მწვავე დისკუსიებში, რამდენადაც ეხებოდა ძირეულ ფილოსოფიურ საკითხებს ადამიანის ადგილის შესახებ სამყაროში, მისი ყოფიერების მატერიალურ და სულიერ საფუძვლებს. მრავალი წლის განმავლობაში ფსიქიკა აღინიშნებოდა ტერმინით ,,სული”, რომლის გააზრება, თავის მხრივ ასახავდა წინააღმდეგობას მამოძრავებელი ძალების, შინაგანი გეგმისა და ადამიანური ქცევის ახსნისას. არისტოტელეს მიხედვით სული განიხილებოდა როგორც ცოცხალი სხეულის არსებობის ფორმა – ამ მოსაზრებასთან ერთად ჩამოყალიბდა მიმართულება, რომელიც წარმოადგენდა მას, როგორც უსხეულო არსებას, რომლის ისტორია და ბედი, თანახმად სხვადასხვა რელიგიური სწავლებებისა, დამოკიდებულია არამიწიერ საწყისზე.
ერთ-ერთი ქართული საქმე, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაჩქარებული წესით განიხილავს, პატიმარ ქალს ეხება. ციხეში მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობის გამო, სამი წლის თავზე ახალგაზრდა ქალი მწვავე ფსიქიკური აშლილობით იტანჯება. მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიაა". ის მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოს აკისრებს.
საერთაშორისო სასამართლომ გადახედვისთანავე საქმეს 39-ე მუხლის კვალიფიკაცია მიანიჭა.
„ამ მუხლს ორ შემთხვევაში იყენებენ: თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ან ექსტრადიციის საკითხი დგას. ამ ქალბატონის ციხეში (და არა ფსიქიატრიულში) ყოფნა კი სტრასბურგში იმდენად დიდ დარღვევად მიიჩნიეს, რომ, ფაქტობრივად, წამების მუხლით აღძრეს საქმე. გამოდის, რომ ახლა, ვიდრე პაციენტს ფსიქიატრიულ კლინიკაში არ გადაიყვანენ, მთელი ეს დრო მის ფიზიკურ წამებად ჩაითვლება", - ამბობს „ემპათიის" ადვოკატი, სოსო ხატიაშვილი.
33 წლის ნინო (სახელი შეცვლილია) სასჯელს ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებაში 2007 წლიდან იხდის. მის სამედიცინო ბარათში კი პირველი ჩანაწერი მოულოდნელად გამოვლენილი „არაადეკვატური ქცევების" შესახებ, 2 წლის შემდეგ,  2009 წლის 12 მარტს გაჩნდა.
იმ დღეს ციხის ადგილობრივმა ექიმებმა პატიმრის დაწყნარება ვეღარ მოახერხეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. იმის გამო, რომ ერთადერთ სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც მსჯავრდადებულებსა და პატიმრებს ემსახურება, ქალების განყოფილება არ არსებობს, ის ასათიანის კლინიკაში წაიყვანეს. კანონის მოთხოვნით, სამოქალაქო სტაციონარში გადაყვანისას, პატიმარს ბადრაგი უნდა გაჰყოლოდა, სტაციონარში კი იარაღასხმული თანამშრომლების მოთავსება ვერ მოახერხეს. ამიტომ ქალი, რომელიც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებდა, ისევ ციხეში დააბრუნეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის" ადვოკატი, სოსო ხატიაშვილი, საქმეში 2009 წლის სექტემბერში ჩაერთო. სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულს მისი მოთხოვნით ჩაუტარდა, თუმცა, ამ ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ მიიღო.
დოკუმენტის თანახმად, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მას საკუთარი მდგომარეობის შეფასების უნარიც აღარ შესწევდა. დასკვნის მიხედვითვე, სასჯელაღსრულების სისტემიდან იგი აუცილებლად უნდა გადაეყვანათ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - იმ ერთადერთ სტაციონარში, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების არანებაყოფლობით მკურნალობა კანონითაა დაშვებული.
მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ეს პასუხი 2009 წლის ოქტომბერშივე იცოდნენ, პატიმრის სტაციონარში გადაყვანაზე არ უზრუნიათ. მისი მდგომარეობა კი ციხეში დღითი დღე უარესდებოდა.
ადვოკატის მტკიცებით, 33 წლის პატიმარს ახლობლები არ ჰყავს და სრულიად მარტოა. თვეების განმავლობაში დაზარალებულის ოჯახის წევრები ერთხელაც არ უნახავს. პატიმრის ანამნეზიდან ჩანს ისიც, რომ ახალგაზრდა ქალი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა - მას სცემდნენ მშობლები, 14 წლის ასაკში კი გაათხოვეს.
„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა მის სანახავად მივდიოდი, მთხოვდა, აქედან უნდა გამიყვანოო. ახლა მისი მდგომარეობა უკიდურესად გართულებულია, რომ მხედავს, ტირილს და ყვირილს იწყებს, უცნაურ მიმიკებს იღებს, ფსიქიკურად სრულიად დაშლილია. გარეგნულადაც ასეა - 33 წლისაა და მინიმუმ, 50-ისა გეგონებათ", - ამბობს ადვოკატი.
"ეროვნული პრევენციის მექანიზმის" წევრების ინფორმაციით, მსჯავრდადებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 2009 წელს 30-მდე დიაგნოზი შიზოფრენიული აშლილობა, რეაქციული ფსიქოზი და სხვა ტიპის მძიმე ფსიქიკური დაავადებები იყო.
დახურული, იზოლირებული გარემო, მაშინაც კი, როცა ციხეში მაღალი სტანდარტის საცხოვრებელი პირობებია, ხშირად იწვევს პატიმრების მსუბუქ დეპრესიას მაინც. მეტიც, ევროპელი სპეციალისტების გათვლით, ერთ ციხეში მსჯავრდადებულთა 60 პროცენტს შეიძლება, შეექმნას ფსიქიკური პრობლემები - მსუბუქი ნევროზული დარღვევებიდან მწვავე შიზოფრენიამდე.
ამიტომ ევროპელები ნორმად მიიჩნევენ იმას, რომ ციხის  სამედიცინო მომსახურების მინიმალურ პაკეტში, სტომატოლოგის და შინაგანი მედიცინის სპეციალისტთან ერთად, ფსიქიატრის მომსახურებაც შედიოდეს და ეს მომსახურება არც ქალებისთვის არ უნდა იყოს შეზღუდული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის" ხელმძღვანელი მაკა ჯიშკარიანი ამბობს, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მისი ორგანიზაცია ქალი პატიმრების სამედიცინო დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და თერაპიაზე ზრუნავდა, ფაქტობრივად, ქვეყანაში ერთადერთი იყო. თუმცა, 2009 წელს, დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას, 3 წელზე გაწერილი პროექტი ჯერ ერთ წლამდე შეამცირეს, 2010 წლიდან კი, ახალი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებით, პროექტი საერთოდ შეჩერდა. მინისტრმა ეს ფაქტი, „ალტერნატიული პროექტების" არსებობით ახსნა.
თუმცა ომბუდსმენის "პრევენციის ეროვნული მექანიზმის" წარმომადგენლები, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე ატარებენ ციხეების მონიტორინგს, აცხადებენ, რომ სამინისტროს  სინამდვილეში ალტერნატიული პროექტები არ აქვს. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი და სამედიცინო ექსპერტი, ლევან ლაბაური ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემა კვლავაც ვერ უზრუნველყოფს ციხის საავადმყოფოში ქალი პატიმრების მკურნალობას, მით უმეტეს - მათთვის რეაბილიტაციის კურსებს.
„ქალებს ვერ მკურნალობენ ვერც ციხის საავადმყოფოში და მათი გადაყვანა შეუძლებელია სამოქალაქო სტაციონარშიც. ჯერ ერთი, არცერთ საავადმყოფოსთან არ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული, გარდა ამისა, თუ ქალი ციხიდან საჯარო დაწესებულებაში გადაჰყავთ, მაშინ იქ ბადრაგის თანხლებით უნდა მივიდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი პირობებით საჯარო საავადმყოფომ მიიღოს პატიმარი?"
"ჩვენი შეშფოთების საგანი კვლავ რჩება პატიმართა ფსიქიატრიული მომსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაწესებულებაში ვხვდებით ფსიქიატრიული ან ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებს, ფსიქიატრის შტატი იქ მაინც არ არსებობს, ხოლო კონსულტანტის ვიზიტი არათანმიმდევრულია", - ასკვნიან ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (СPთ) ექსპერტები 2010 წლის სექტემბრის ანგარიშში საქართველოს შესახებ.
საქართველოში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღეს  22 ათასამდეა პატიმარია. მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის კი, აღმოსავლეთ საქართველოს 12  და დასავლეთ საქართველოს 5 ციხეში - მხოლოდ 2 ფსიქიატრია გამოყოფილი.
„დასავლეთის ციხეებზე პასუხისმგებელმა ფსიქიატრმა, იმის გამო, რომ სისტემაში ნარკოლოგის კადრების პრობლემაც არსებობს,  შეთავსებით ნარკოლოგის სერთიფიკატიც აიღო. დამატებითი დატვირთვის გამო კი, 2010 წლის ზაფხულიდან უარი თქვა ზუგდიდის და ბათუმის საპყრობილეების გაკონტროლებაზე. ამას უბრალოდ, ფიზიკურად ვეღარ შეძლებდა", - ამბობს ლევან ლაბაური.
პატიმართა და მსჯავრდადებულთა ერთადერთ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც დამატებით 3 ფსიქიატრი მუშაობს, პატიმრები მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის უკიდურეს სტადიაში გადაჰყავთ, ისიც მხოლოდ - მამაკაცები. ასეთი პაციენტებისთვის საავადმყოფოს სულ 39 საწოლი აქვს გამოყოფილი მაშინ, როცა ჰოლანდიის სასჯელაღსრულების სისტემაში 16 ათას მსჯავრდადებულზე ფსიქიატრიული მომსახურებისთვის 700 საწოლია გამოყოფილი და, რაც მთავარია, მკურნალობის უპირატესობას მამაკაცები არ ფლობენ.
ექსპერტი ფონდიდან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" ("გიფ"-ი") ამბობს, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი პოლიტიკის შედეგია. "ევროპელების მიდგომა სხვანაირია, იქ მიაჩნიათ, რომ ადამიანს შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიური კრიზისი, დეპრესია ჰქონდეს და საავადმყოფოში გადაყვანა ამიტომ სჭირდებოდეს. ჩვენთან კი მიაჩნიათ, რომ პატიმარი საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში რომ გადავიყვანოთ, მას ამისთვის აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფსიქოზი, ბოდვა, ჰალუცინაციები. მოკლედ, ძალიან ცუდად უნდა იყო, რომ სტაციონარული მომსახურების ღირსად მიგიჩნიონ".
თუმცა ის არ ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ ფსიქიატრების ნაკლებობაა. მისი თქმით, ფსიქიატრის ფუნქცია დიაგნოზის დასმა და პრეპარატების გამოწერაა. მკურნალობისას მთავარი სიმძიმე კი სოციალურ მუშაკებზე, ფსიქოლოგებზე და ციხის ადგილობრივ პერსონალზე გადადის, რომლებიც პატიმრების პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.
„ციხის მთავარმა ექიმმაც არ იცის, რას აკეთებს იქ მყოფი ფსიქოლოგი, იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი სოციალური სამსახურის დაქვემდებარებაშია და მათ შორის კოორდინაცია არ არსებობს. საერთოდ კი, ფსიქოლოგის მუშაობა, ფსიქიატრის დახმარების გარეშე სამედიცინო მომსახურებად არ ითვლება. ფსიქიატრიაში დოზის კორექციაა მნიშვნელოვანი. წამლების დანიშვნის შემდეგ, აუცილებელია, უახლოეს დღეებში ფსიქიატრმა ისევ ნახოს პაციენტი და თუ საჭიროა, პრეპარატი ან დოზა შეცვალოს, რისი კომპეტენციაც ფსიქოლოგს არ აქვს", - ამბობს ლაბაური.
ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდადებული ციხეში რომ არ მოხვდეს, ამის ერთადერთ შესაძლებლობას სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა იძლევა, თუმცა „გიფ"-ის ექსპერტი გვპასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ჩატარება გამოძიებამ საჭიროდ არ მიიჩნია, ან სულაც განსასჯელის ადვოკატმა არ მოითხოვა ეს, ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი, ციხეში მაინც აღმოჩნდება.
„ემპათიის" ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურებას სასჯელაღსრულების სამინისტრო დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს და სახელმწიფომ ეს სფერო ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში უნდა გადაიტანოს. მანამდე კი, პატიმრების ფსიქიკურ მდგრადობას დამთრგუნავ ოთხ კედელთან ერთად, გაუმართავი სამედიცინო მომსახურება კვლავაც შეუქმნის საფრთხეს. 33 წლის ნინოს ისტორიის მსგავსად კი, სამართლის პოვნის ერთადერთ იმედად ისევ სტრასბურგში ჩივილი დარჩება.http://www.youtube.com/watch?v=T1bgxfxchkQ



ბიბლოგრაფია
კენდელი-,,ცოტა რამ ფსიქოლოგიის შესახებ"
არქაული მედიცინის ფაქტები 


მითაგვარია, მილენა
სტრესის მართვის ინდივიდუალური სტრატეგიები : ადამიანური რესურსების განვითარება : მასტერ კლასი / მილენა მითაგვარია // ბიზნესი : ადამიანები მეთოდები სტრატეგიები. - თბ., 2007. - ISSN: 1512-4487. - ოქტომბერი. - N7. - გვ.59-65[MFN: 4652]
UDC:  159.922
მოხსენიებული პირები:  პალმერი სტივენ - ფსიქოლოგი.
თემატიკა:  ფსიქოლოგია.

  1. ზედანია, გიგა
    უძალო სიძულვილი ანუ პოლიტიკის ფსიქოლოგია / გიგა ზედანია // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2009. - ISSN: 1512-2220. - ივნისი. - N50. - გვ.32-36[MFN: 34149]
    UDC:  316.6(479.22)
    ანოტაცია:  დემოკრატიის გზაზე დამდგარი ქართული საზოგადოების პრობლემების შესახებ
    მოხსენიებული პირები:  სააკაშვილი მიხეილ - საქართველოს პრეზიდენტი; შევარდნაძე ედუარდ - საქართველოს ექს-პრეზიდენტი; გამსახურდია ზვიად - საქართველოს პირველი პრეზიდენტი.