понедельник, 13 июня 2011 г.

ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება



ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და ”თვითს”(Self) ნიშნავს) და ლოგოს(მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი.

ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება.

შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა ”რატომ?” ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის დასმას აუცილებლად გულისხმობს.

Комментариев нет:

Отправить комментарий