понедельник, 13 июня 2011 г.

ემოციები




ეიფორია (ემოცია)



ეიფორია არის მედიცინაში კარგად ნაცნობი ერთგვარი ემოციური დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია სიამოვნებასა და ბედნიერებასთან. ტექნიკურად ეიფორია ეფექტია, მაგრამ სასაუბროდ ეს სიტყვა ხშირად გამოყენებულია, როგორც სტანდარტული ტერმინი იმ ემოციისა, რომელიც უკავშირდება ინტენსიურ, გაურკვეველ ბედნიერებას, რომელიც ერთგვარად შეზავებულია კარგად ყოფნის აურაცხელ გრძნობასთან. სიტყვა ეიფორია ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს „ადვილად შეგუების, ნაყოფიერების ძალაუფლებას“.

ეიფორიას მიიჩნევენ გაზვიადებულ მდგომარეობად, რომელიც გამოწვეულია ფსიქოლოგიური და ფარმაცევტული დამძაბველებით — ე. წ. სტრესორებით. ის არ მიიღწევა ადამიანთა ყოფისა და გამოცდილების ნორმალურ, ჩვეულებრივ ფაზაში. თუმცა ზოგიერთმა ბუნებრივმა ქცევამ, მაგალითად ისეთებმა, რომლებიც ორგაზმის დროს იჩენენ თავს, შეუძლია შეთავსებულად გამოიწვიოს ხანმოკლე ეიფორიული მდგომარეობა.
მთავარი აზრი წამლების დასვენებისათვის მიღებისა არის ის რომ გამოიწვიონ ეიფორია. მაგალითად, ემილ კრაეპელინის (Emil Kraepelin) მიერ შექმნილი „ეპიზოდური მანიის კლასიფიკაცია“ ცნობდა ეიფორიული ეფექტის ხარისხს, დონეს უფრო კლასიფიცირებულ ღერძებს შორის. ნარკოტიკებს, როგორებიცაა მაგალითად, ოპიუმი, კოკაინი და ა. შ. შეუძლიათ ქიმიურად ინტენსიური ეიფორიის გამოწვევა.




ვნება (ემოცია)


ვნება (ლათინურად patior, ნიშნავს ტანჯვას ან ატანას) არის ემოცია, რომელიც გამოხატავს ძლიერ გრძნობას ადამიანის მიმართ. ეს არის ინტენსიური, დაუძლეველი ემოციური გრძნობა, ენთუზიაზმი ან რაღაცის სურვილი. ვნება ხშირად პასუხობს სიცოცხლით სავსე ან მგზნებარე ინტერესს, ან აღტაცებას რაიმე წინადადების, მიზეზის, მოქმედების ან სიყვარულის მიმართ. ვნება შესაძლოა იყოს გამოხატული, როგორც არატიპიური აღელვებითი გრძნობა, ენთუზიაზმი, დაუძლეველი ემოცია სუბიექტის, ობიექტის, იდეის ან ადამიანის მიმართ.



 შიში და ემოცია
 


შიში და ემოცია უხსოვარი დროიდან წარმოადგენს მეცნიერთა ინტერესის საგანს. ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფიზიოლოგები თავისებურად ხსნიან ამ ფენომენს. ფილოსოფოსები შიშსა და ემოციაში ეგზისტენციალურ ძალას ხედავენ, რომელიც ადამიანის სულიერ ევოლუციას განსაზღვრავს. სოციოლოგები და პოლიტოლოგები ემოციებს ადამიანთა - მასებით მანიპულირების საშუალებად აღიქვამენ. ფსიქოლოგები მათში დამცავ ფუნქციას ეძებენ, რომელიც ინდივიდს ექსტრემალურ სიტუაციაში გადარჩენის საშუალებას აძლევს. ფსიქიატრების აზრით, შიში ერთგვარი დაავადებაა, რომლისგანაც აუცილებელია პაციენტის განკურნება. ფიზიოლოგებისთვის კი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის ფიზიოლოგიური ძვრები, რომლებიც შიშისა და ემოციის აღმოცენებისას ორგანიზმში მიმდინარეობს.


შიშის ფიზიოლოგია
შიში ადამიანის უძველესი ემოციაა, რომელიც მას გადარჩენის შანსს აძლევს, ამიტომ მასზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურები თავის ტვინის ცენტრალურ ნაწილშია მოთავსებული. მათ ერთობლიობას ლიმბურ სისტემას უწოდებენ. თავდაპირველად ეგონათ, რომ ნერვულ სისტემაში ერთი ცენტრი იყო, რომელიც საფრთხის დროს აქტიურდებოდა და ადამიანს თავის გადარჩენისკენ უბიძგებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამას ორი სტრუქტურა ემსახურება: ერთი შიშის რეაქციას იწვევს, მეორე - საშიშროებისგან გარიდებისას. რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც მას შიში იპყრობს? უპირველეს ყოვლისა, აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა, ხდება ენერგეტიკული რესურსების მობილიზება და ორგანოთა სისტემები მოქმედების სხვა რეჟიმზე გადადიან. ნერვული სისტემის გააქტიურება იწვევს გულისცემის გაძლიერებას ("შიშისგან გული გამეპარა"), გუგების გაფართოებას ("შიშს დიდი თვალები აქვს"), მუხრუჭდება საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედება ("შიშისგან პირი გამიშრა"). პარალელურად აქტიურდება ენდოკრინული სისტემა, რომელიც საშიშ სიტუაციებში სისხლში გადაისვრის შიშის ჰორმონს - ადრენალინს. სწორედ ადრენალინის დამსახურებაა სისხლძარღვთა სანათურის ძლიერი შევიწროება და სიფითრე, რაც სისხლნაკლებობის ნიშანია ("შიშისგან ფერი დაკარგა"). შიშის ფიზიოლოგიის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, როგორ გავლენას ახდენდა იგი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბებაზე. დღეს ეჭვს აღარ იწვევს, რომ შიშის თანამდევი სისხლძარღვების ხანგრძლივი შევიწროება, შესაბამის ორგანოებში სისხლმომარაგების დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.


 
შიშის მრავალსახეობა

ადამიანისთვის ყველაზე ნეგატიური შედეგის მომტანია სოციალური პასუხისმგებლობისა და პრობლემებთან გამკლავების შიში. გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილების შედეგებზე, რაც მხოლოდ განგაშს კი არ იწვევს, არამედ უშუალოდ აისახება ნივთიერებათა ცვლასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. სხეულში მიმდინარე ცვლილებები ადამიანს მოსვენებას უკარგავს, აფორიაქებს, ამუხრუჭებს მის ფიზიკურ აქტივობას და ჰიპოდინამიას იწვევს. ამგვარი განცდების გამო ბევრს მიუტოვებია კარიერა პოტენციური პიკის მიუღწევლად. მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა გამოცდების შიშია, რომელიც ახალგაზრდებს ახასიათებთ. მართალია, მათ ორგანიზმს შედარებით მყარი მარაგი აქვს და ფსიქოსომატური დაავადებები ნაკლებად უვითარდება, მაგრამ ხშირ და მძაფრ ემოციებს ახალგაზრდა ორგანიზმიც შეუძლია გამოიყვანოს მდგომარეობიდან. გამოცდის წინ განგაშის შეგრძნება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას: ხშირდება მაჯისცემა, იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა გულისცემის რიტმი. ამასთანავე, ამგვარ პირობებში ეს პარამეტრები ნორმას ძნელად უბრუნდება. თუ ამგვარი შიშით შეპყრობილი სტუდენტი ერთი სესიის დროს 4-5 გამოცდას აბარებს, შესაძლოა, ამ პერიოდმა მის ჯანმრთელობას, მის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს ღრმა კვალი დააჩნიოს. გარდა სოციალური ფობიებისა, არსებობს შიშის უამრავი ფორმა: კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში, აგორაფობია - ღია სივრცის შიში, ნოზოფობია - დაავადების შიში, ლისოფობია - გაგიჟების შიში, მიზოფობია - დაბინძურების შიში, თანატოფობია - სიკვდილის შიში და სხვა. ფობიები ადამიანის ცნობიერებაში მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩნდება და ადამიანი ვერ ახერხებს მათ განდევნას. ფსიქიატრთა აზრით, ფობია ყველაზე ხშირად ასთენიურ და შიზოიდურ პიროვნებებს იპყრობს, თუმცა განსაზღვრულ პირობებში შესაძლოა ფსიქიკურად გაწონასწორებულ ადამიანსაც დაემართოს. სხვადასხვა ქვეყანაში ფობიებით შეპყრობილი ადამიანები მოსახლეობის 2-9%-ს შეადგენენ. მათი უმრავლესობა 25-დან 50 წლამდე ასაკის შრომისუნარიანი პირია. შიშის დროს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების დადგენამ ფარმაკოლოგებს საშუალება მისცა, შეექმნათ ერთი მხრივ შიშის შემამცირებელი, მეორე მხრივ კი მისი გამაძლიერებელი საშუალებები. ასეთი აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ემოციას არეგულირებენ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შიში არ განეცადოს. ზოგს სიკვდილისა ეშინია, ზოგს - ტკივილისა, ზოგს - სოციალური სტატუსის დაკარგვისა, ზოგს - ობობებისა, მწერებისა და ქვეწარმავლებისა. მიუხედავად ამისა, ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც სხვადასხვა სახის ფობიის დროს აღმოცენდება, არა მხოლოდ ფსიქოფიზიოლოგიური ცვლილებებით, სუბიექტური შეგრძნებებითაც კი ერთმანეთის ანალოგიურია!





სიხარული/ანანდა


 

კითხვა: ერთხელ თქვენ თქვით, რომ ტრანსცენდენტალური აღტაცება ერთ-ერთი ღვთიური თვისებაა, რომელიც არ არის გამოვლენილი დედამიწაზე. რატომ არის ასე?

შრი ჩინმოი: უმაღლეს პლანზე არსებობს არსებობა-ცნობიერება-ნეტარება; ჩვენ ამას სათ-ჩით-ანანდას (Sat-Chit-Ananda) ვუწოდებთ. სათ - არსებობაა; ჩით - ცნობიერებაა; ანანდა - აღტაცებაა. ცნობიერება ყველაფრის წყაროა, მაგრამ ცნობიერება ვერ დარჩება აღტაცებისა და არსებობის გარეშე. თუ არ არის არსებობა, ვერ იქნება ცნობიერება. თუ არის არსებობა და ცნობიერება, აუცილებელია ნეტარება თვითასრულებისათვის.

უძველესი დროიდან უდიდეს სულიერს მასწავლებლს ჩამოჰქონდათ სათ და ჩით ასპექტები. მაგრამ ანადნდის ჩამოტანა რთულია. ზოგიერთს საერთოდ ვერ ჩამოჰქონდა ის. ზოგს ჩამოჰქონდა ის, მაგრამ ის რჩებოდა რამოდენიმე წამს ან რამოდენიმე წუთს და შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდა. სიმშვიდე ხელმისაწვდომია; ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდის ჩამოტანა. სინათლის და ძალის ჩამოტანა ადვილად შესაძლებელია. მაგრამ აღტაცება, რომელიც უკვდავყოფს ჩვენს შიდა და გარე ცნობიერებას, ჯერ კიდევ არ განმტკიცდა დედამიწაზე. ის მოდის და უკან ბრუნდება, იმიტომ რომ ხედავს ამდენ არასრულყოფილებას დედამიწის ატმოსფეროში, რომ ვერ ჩერდება.

სულიერად წინწაწეული ადამიანებიც კი ხშირად დაბნეულები არიან. ისინი შინაგან ექსტაზს გრძნობენ, რომელიც მოდის ვიტალური სამყაროდან, და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილი აღტაცებაა. მაგრამ ეს ასე არ არის. ნამდვილი აღტაცება გადმოდის უმაღლესი სამყაროდან სულში, სულიდან კი ის გამსჭვალავს მთელს არსებას.

ეს ანანდა, ფიზიკური აღტაცებისაგან განსხვავებით - ანუ რასაც ვუწოდებთ სიამოვნებას ან გართობას, სხვანაირად შთაინთქმება. სუპრამენტალური აღტაცება სრულიად განსხვავდება სამყაროს სიამოვნებისაგან და გართობისაგან. ერთხელ მისი წვეთიც თუ მიიღეთ, იგრძნობთ თუ როგორ მთელი თქვენი შიდა არსება სიხარულით ცეკვავს, როგორც ბავშვივი, უდიდესი სისუფთავით, თქვენი გარე არსება კი უკვდავებას გრძნობს მის გარე არსებობაში. თუ კი თქვენ განიცადეთ ამ აღტაცების მხოლოდ წამი, თქვენ გემახსოვრებათ ის მთელი თქვენი ცხოვრება. ყველგან ჩვენს ირგვლივ კოსმოსური თამაშია, კოსმოსური პიესაა. სამყარო სავსეა სიხარულით, შინაგანი სიხარულით და გარე სიხარულით. როდესაც რეალიზაციას აქვს ადგილი, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენი გულის მუდმივი აღტაცების გამოვლენის აუცილებლობას. აღტაცება ვარვარებს, მაგრამ არ წვავს. მას უდიდესი ინტენსიურობა აქვს, მაგრამ ის თვით სინაზეა და აბსოლუტურად ტკბილი, დინებადი ნექტარია.

Комментариев нет:

Отправить комментарий