понедельник, 13 июня 2011 г.

კონსტიტუციონალური პორტრეტები

  ჰომეოპათიაში არსებობს ე.წ. კონსტიტუციური ტიპები, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხასიათის მქონე ადამიანებს აქვთ წინასწარგანწყობა ამა თუ იმ დაავადებების მიმართ და ადამიანის ემოციები და მის ორგანიზმში განვითარებული დაავადებები კავშირშია ერთმანეთთან. წარმოგიდგენთ კონსტიტუციურ ტიპებს, რომლებშიც შესაძლოა თქვენი თავი ან თქვენი ახლობელი ამოიცნოთ.

--- BELLADONNA

აღგზნებული, თვალწარმტაცი ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ასხივებენ მშვენიერებასა და მხიარულებას, მბრწყინავი თვალებით, გაფართოებული გუგებით, ღია ფერის კანით და შეფაკლული ლოყებით – ესაა Bella Donna, მეჯლისის დედოფალი, რომელიც ღირსებითა და კმაყოფილებით ღებულობს გარშემომყოფთა თაყვანისცემას.
Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ადვილად აღგზნებადები არიან, მათზე ადვილია შთაბეჭდილების მოხდენა, ისინი ძლიერად და ღრმად გრძნობენ, მაგრამ, ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ თავისი გრძნობების დიდხანს შენარჩუნება. მგრძნობიარენი და ამთვისებლები, ისინი სწრაფად აღწევენ სხვებისათვის უცხო ემოციურ სიმაღლეებს; მსახიობები, მხატვრები, მუსიკოსები ხშირად მიეკუთვნებიან Bella Donna-ს ტიპს.
წამყვანი კლინიკური ნიშანი არის პერიფერიული სიწითლე და სასტიკი, მფეთქავი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად იწყება და სწრაფადვე ქრება. მათი სიზმრები ფერადი და ცოცხალია, წითელი ფერის დომინირებით.
ბავშვობაში Bella Donna-ს ტიპის ადამიანები ინტელექტუალურად ასაკზე მეტად არიან განვითარებულები, მათ აქვთ ნაზი, თხელი სხეული და დიდი თავი, ზოგჯერ შესივებული ტუჩები და გადიდებული ლიმფური კვანძები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ფერმკრთალი, ცისფერთვალება, ქერა ბავშვები.
მოზრდილებში არსებობს Bella Donna-ს განსაკუთრებული ტიპი – პლეთორიული, მსხვილი ფლეგმატური მამაკაცები, ,,სავარძლის ფილოსოფოსები", რომლებსაც ხშირად ბრწყინვალე გონება აქვთ.

  

--- NUX VOMICA

Nux Vomica-ს ტიპი საზრუნავით და სამუშაოთი გადატვირთული საქმიანი ადამიანები დიდი ქალაქების მაცხოვრებლები არიან. ისინი ივიწყებენ დღისა და ღამის დროს და ცხოვრებას ატარებენ დაწესებულების საწერ მაგიდასთან. ყოველთვის გადატვირთულები და დაკავებულები, ისინი მეტისმეტად ბევრს და მეტისმეტად სწრაფად ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან. ამიტომ ყოველი ჭამის შემდეგ თავს ცუდად და მძიმედ გრძნობენ; აწუხებთ მუცლის შებერვა, გულძმარვა და შეკრულობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები დაძაბულები არიან, ადვილად ღიზიანდებიან და ბრაზდებიან, მიდრეკილნი დაცინვისა და ცბიერებისაკენ. აქვთ გამხდარი სხეული და მონაცრისფრო - მოყვითალო სახე. იპოქონდრია და უძილობა არის მათი მთავარი ჩივილი. ხშირად ისინი იღვიძებენ დაახლოებით ღამის 3-4 საათზე, რამოდენიმე საათის განმავლობაში ფხიზლობენ და შემდეგ ისევ იძინებენ. დილით იღვიძებენ დაღლილობის და დამტვრეულობის გრძნობით და პირში ცუდი გემოთი.



--- ARSENICUM

ახალგაზრდობაში Arsenicum - ტიპის ადამიანები არიან მაღალი, ჯანღონით სავსე ათლეტები. მბრწყინავი თმებით და კოხტა აღნაგობით. ერთი მუდმივი ალერგიული რეაქციით, რომელიც გამოიხატება ასთმით ან კანზე გამონაყარით, რასაც თან ახლავს წვის ინტენსიური შეგრძნება, ქავილი, რომელიც შვებას არ იძლევა.
წლების მომატებასთან ერთად წამყვანი ჩივილი ხდება ფაღარათით და ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში მწველი ტკივილით მიმდინარე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები.
ცხოვრების ბოლოსაკენ ეს ადამიანები უკიდურესად დაქანცულები არიან და გამიოყურებიან სერიოზულად ავად და საბოლოოდ გამოფიტულად, სახეზე ტანჯვისა და წამების გამომეტყველებით.
ავადმყოფობის დროს Arsenicum - ტიპის ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სიცივისა და მოძრაობისაგან თავის მორიდება და ჩივილების გაუარესება ღამით, რასაც თან ახლავს აფორიაქებისა და უბედურების შეგრძნება. ამ ადამიანებს ურჩევნიათ ცხელი სასმელები და ცხელი აბაზანები, რაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას; ოფლს აქვს ნივრისთვის დამახასიათებელი სუნი.


--- PHOSPHORUS

Phosphorus - არის ტიპი ინტელექტუალისა, რომელსაც აქვს წარმოდგენის ცოცხალი უნარი, მაღალმგრძნობიარე ბუნება და ნატიფი გონება.
ეს ადამიანები მაღლები და გამხდრები არიან გრძელი, ფერმკრთალი სახეებით, ღია ფერის თმებით და ვიწრო გულმკერდით, თითქოს ძალიან სწრაფად გაზრდილანო. ისინი ადვილად წითლდებიან, ლოყებზე აქა-იქ უჩნდებათ წითელი ლაქები. ზოგიერთებს შეიძლება თვალები შეშუპებული ჰქონდეთ.
ღამე შიმშილი, ცივი ამინდის და ცივი სასმელების სიყვარული და ძლიერი სუნის და ხმაურისაუტანლობა არის Phosphorus - ის ტიპის ადამიანთა ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. ისინი ადვილად იღებენ შთაბეჭდილებებს, ეშინიათ ჭექა-ქუხილის, დიდი ცხოველების, შავი ძაღლების
  




--- CHAMOMILLA

Chamomilla-ს ტიპის ადამიანებთან ურთიერთობა ძნელი მოსახერხებელია; ისინი უხეში, უკმეხი, ჩხუბისთავი და ყოველთვის უკმაყოფილონი არიან. მათი მთავარი ჩივილია ტკივილის აუტანლობა; უმსუბუქეს განაკაწრსაც კი სასოწარკვეთილებამდე მიყავს ისინი. როგორც წესი ეს ნერვიული, ისტერიული ქალია, რომელიც ავად გახდა წარსულში სერიოზული პირადი განცდის ან ძლიერი გაბრაზების გამო; მაგრამ ხშირად Chamomilla-ს ტიპი შეიძლება შეგვხვდეს პატარა ბავშვებში.


--- PULSATILLA

Pulsatilla-ს ტიპის ადამიანებს ვერავინ დაასწრებს ატირებას. როგორც წესი, ესენი არიან ფერმკრთალი, სუსტი, ცისფერთვალება ქალები ქერა თმით და ნაზი აგებულებით.
ისინი გაღიზიანებული და ხშირად უკმაყოფილონი არიან, თუმცა ნამდვილად იშვიათად ბრაზდებიან; ისინი სავსენი არიან აუხსნელი შიშით;
Ignatia – ს ტიპის ქალებისაგან განსხვავებით მათ მუდამ სჭირდებათ სიმპათია და მხარდაჭერა გარშემომყოფთაგან



 
--- ACONIT


შავგვრემანი, შავთვალა, ფიცხი და იმპულსური, აფეთქების წერტილამდე მისული – ესაა Aconit –ის ტიპი. ამ ადამიანებისათვის რეაქცია ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებზე სწრაფი და ინტენსიურია, ყოველივე ეს გამოიხატება სისხლის წნევის აწევით, ჰიპერემიით, თვალების დასისხლიანებით და თვალით შესამჩნევი არტერიული პულსაციით. ასეთ დროს მათ აქვთ აწეული ლიბიდო და არაჩვეულებრივად კონცენტრირებული ფიქრის და მეხსიერების უნარი.
სიკვდილის შიში, აფორიაქება, გამოუთქმელი ტანჯვა, ცუდი წინათგრძნობა ამ ადამიანების ჩვეულებრივი ჩივილებია, ბევრი მათი დაავადება წარმოადგენს უეცარი შიშის ან ძლიერი ვნებების პირდაპირ შედეგს

Комментариев нет:

Отправить комментарий